სერვისები

სააღრიცხვო პოლიტიკა
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (ფასს) - ის თანახმად საჭიროა რომ, საწარმომ შეიმუშავოს სააღრიცხვო პოლიტიკა , ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს იხელმძღვანელოს სააღრიცხვო პოლიტიკაში აღწერილი დებულებებით.
სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა მოიცავს:
1. აღრიცხვის პოლიტიკის ჩამოყალიბებას საქმიანობის სფეროს შესაბამისად.
2. პირველადი დოკუმენტების შექმნის პოლიტიკის დანერგვას.
3. სახელფასო სქემების პოლიტიკის შემუშავება დანერგვას.
4. სასაქონლო მატერიალური ფასეულობის და ძირითადი საშუალების აღრიცხვის პოლიტიკის დანერგვას.
5. კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სახეობის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა.